სამოდელო(პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი თემაზე ,,ტერორიზმი და თანამედროვეობა'' .ჩემი მე-12 კლასი,რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს .მოსწავლეებმა გაიაზრეს პრობლემა,დამაჯერებელი არგუმენტებით იმსჯელეს მის გამომწვევ მიზეზებზე,შესაძლო შედეგებზე და მოქმედებებზე,რაც პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება განხორციელდეს.
ანერი
Sunday, February 16, 2020
სამოდელო(პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი თემაზე ,,ტერორიზმი და თანამედროვეობა'' .ჩემი მე-12 კლასი,რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს .მოსწავლეებმა გაიაზრეს პრობლემა,დამაჯერებელი არგუმენტებით იმსჯელეს მის გამომწვევ მიზეზებზე,შესაძლო შედეგებზე და მოქმედებებზე,რაც პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება განხორციელდეს.
Tuesday, November 12, 2019
პირველ ნოემბერს რუფოთის საჯარო სკოლის მე -9 კლასში ჩავატარე სამოდელო( პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი თემაზე ,,საქართველო მე-6 საუკუნეში"გაკვეთილის მიზანი იყო ,, მოსწავლეებმა გაიაზრონ მე-6 საუკუნის საქართველოში შექმნილი ვითარება .გამოკვეთონ პრობლემა იმსჯელონ მისი მოგვარების გზებზე, გამოხატონ თავიანთი პოზუცია,გაავლონ პარალელები ტანამედროვეობასთან -"" მიღწეულ იქნა.მოსწავლეებმა სხადასხვა აქტივობებით შეძლეს გამოეკვეთათ პრობლემა
ემსჯელათ მისი მოგვარების გზებზე მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.ყველა აქტივობაში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე, რომელიც აქტივობებს ასრულებდა მისი შესაძლებლობის ფარგლებში .გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები
Friday, November 1, 2019
25 ოქტომბერს რუფოთის საჯარო სკოლის მე-7კლასში ჩავატარე სამოდელო(ინტეგრირებული)გაკვეთილი ისტორია/ხელოვნებაში.გაკვეთილის თემა:,,ქვის ხანა .უძველესი ადამიანის რწმენა- წარმოდგენები და ხელოვნება."მოსწავლეებმა გაიაზრეს ქვის ხანისთვის დამახასიათებელი თავისებურებები,ადამიანის საქმიანობის ტიპები,განვითარებისა და ევოლუციის თანმდევი პროცესები.იმსჯელეს მათზე.განუვითარდათ შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარები.ძალიან კარგად დაუკავშირეს ისტორიაში შესწავლილი თემატიკა ხელოვნებაში მიღებულ გამოცდილებას.
Friday, October 18, 2019
რუფოთის საჯარო სკოლის მე -7 კლასი.სასწავლო პროექტი ,,ხორბლის უძველესი ჯიშები" პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია უძველესი დროიდან გავრცელებული ხორბლის ჯიშების შესახებ, იმსჯელეს მარცვლეული კულტურის გავრცელების არეალზე, მის მნიშვნელობასა და ხორბლის დამუშავების წესებზე.წარმოადგინეს სლაიდ შოუ.
Thursday, October 17, 2019
Wednesday, October 16, 2019
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ბოლო აკორდიც.ვფიქრობ წარმატებულიც.პედაგოგებმა კოტე გოგიაშვილმა, იმედა ბოჭორიშვილმა, ფიქრია გოგბერაშვილმა გამოხატეს მზაობა მომავალშიც ჩაერთონ მსგავს აქტივობაში.სამუშაო შეხვედრების თემატიკა მოიცავდა გამოცდილები გაზიარებას , მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პედაგოგებმა დახვეწეს გუგლ დისკზე მუშაობის უნარ _ ჩვევები .სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი- ანერი მემანიშვილი.
Subscribe to:
Posts (Atom)