Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

მცოცავი საზღვარი


მე-9 დღის რეფლექსია

ძალიან შინაარსიანი და საინტერესო იყო ტრენინგის ბოლო დღე.ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოები.




ინტელის კურსი ,,პროექტებით სწავლება''


ტრენინგის საშუალებით ვისწავლე, როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი. გავეცანი გზამკვლევს, რომელიც დამეხმარება პროექტების მომზადებაში. ნათლად დავინახე რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტების როლი მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.

ავირჩიე თემა და ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით დავწერე მიზნები. გავეცანი შეფასების უამრავ ინსტრუმენტს დავინახე, როგორ უნდა მოახდინო მოსწავლეთა დიფერენცირება. პროექტი უნდა იყოს მრავალმხრივ გაშლილი. მნიშვნელოვანი იყო დროში გაწერილი შეფასების გეგმის გაკეთება, რომელიც სრულყოფილად აჩვენებს რა ტიპის ნაშრომები და შეფასების ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული პროექტის დასაწყისში, მსვლელობას და ბოლოს. ვისწავლე საინფორმაციო და სარეკლამო ბროშურების დამზადება. მინდა ავღნიშნო რომ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებას. ასევე 21–ე საუკუნის უნარების განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას. დავინახე რომ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შეხება აქვთ ცხოვრებისეულ რეალურ პრობლემებთან. მას უხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის უკეთ წარმართვაში  და გაამრავალფეროვნებს მას.
მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ბატონ ტრენერს შინაარსიანი ტრენინგისათვის.

No comments:

Post a Comment